ლიტვას საქმიანი ავიაცია

ლიტვას საქმიანი ავიაცია  წარმოდგენილია საერთაშორისო ავიაცენტრი AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მიერ, რომელსაც 2011 წლიდან აქვს წარმომადგენლობა ვილნიუსში. კომპანია ბაზირებულია ნიცაში და ახდენს ბიზნეს-გადაფრენების ორგანიზებას ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის იმ მარშრუტებით, რომლებიც არ არის სამოქალაქო აეროპორტების განრიგში.

შეკვეთის ოპერატიული გაფორმება

თუ თქვენ გინდათ კერძო თვითმფრინავის შეკვეთა ლიტვაში, ამის გაკეთება მოსახერხებელია აღნიშნული საიტის მეშვეობით. ისარგებლეთ ამ გვერდის ზედა ნაწილში არსებული ინდივიდუალური რეისების დაჯავშნის ფორმით. შეიყვანეთ:

  • ფრენის მარშრუტი და მიუთითეთ მოსახერხებელი აეროპორტები,
  • მოგზაურთა რაოდენობა, ბავშვების ჩათვლით,
  • თქვენთვის ოპტიმალური გამგზავრების თარიღი და დრო.

ამის შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ მოცემული მიმართულებით თვითმფრინავის რამდენიმე ვარიანტს, საორიენტაციო ღირებულების მითითებით.  საჰაერო ხომალდის ტიპის შერჩევის შემდეგ შეიყვანეთ:

  • კონტაქტები,
  • მგზავრების მონაცემები,
  • მოთხოვნები გადაფრენის მიმართ,
  • ბარგის მიახლოებითი წონა.

კომენტარების ველში ჩაწერეთ ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით, მაგალითად, თუ საჭიროა ტრანსფერი, სადილი, საქმიანი თანაშემწის გაყოლა ან თუ თქვენ მოგყავთ შინაური ცხოველი. AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერი შეადგენს ინდივიდუალურ წინადადებას, რომელიც მოგივათ ელექტრონულ ფოსტაზე. მასში თქვენ აღმოაჩენთ:

  • იმ თვითმფრინავების მოდელებს, რომლებიც მზად არიან რეისის განხორციელებისათვის,
  • მათი ასაკი და ტევადობა,
  • სალონის აღჭურვილობა,
  • მითითება ფოტოზე და აღწერაზე,
  • ფრენის საბოლოო ღირებულება შერჩეული დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით,
  • რეისის დაწყებისა და დასრულების დრო,
  • სხვა აქტუალურ ინფორმაციას.

მხოლოდ ამის შემდეგ დგება ელექტრონული ხელშეკრულების ხელმოწერის და რეისის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდის დრო. ეს რამდენიმე წუთს იკავებს და ხდება დისტანციურად. პროცესის დასრულების შემდეგ მშვიდად მოემზადეთ მოგზაურობისათვის: საქმიანი ავიაცია ლიტვაში  AVIAV TM (Cofrance SARL)-ის დახმარებით თავიდან ბოლომდე მოახდენს გადაფრენის ორგანიზებას.

აგრეთვე შეკვეთის გაკეთება მოსახერხებელია ტელეფონით ან ინტერნეტით. შეატყობინეთ AVIAV TM («კოფრანს სარლ»)-ის მენეჯერს თქვენი მოთხოვნები პირადად ან დატოვეთ ის შეტყობინების სახით «კონტაქტების» ქვეთავში. სპეციალისტი განახორციელებს ძებნას ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე და შემოგთავაზებთ აღნიშნულ მომენტში გადმოფრენისთვის მომზადებული თვითმფრინავების სიას.

რას სთავაზობს ლიტვას კერძო ავიაცია

ლიტვა და პრემიუმ კლასის ავიაცია აი უკვე რამდენიმე ათწლეული განუყოფლად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.  ქვეყანაში ბევრი შეძლებული ადამიანია, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ კერძო გადაფრენები და მსხვილი კომპანიები, რომლებიც იძენენ ბიზნეს-ჯეტებს კორპორატიული რეისებისათვის. ბროკერი AVIAV TM (Cofrance SARL), რომელსაც აქვს წარმომადგენლობები მსოფლიოს 115 ქალაქში, ახდენს არამხოლოდ სამგზავრო რეისების, არამედ კერძო სატვირთო და სამედიცინო გადაზიდვების ორგანიზებას. აგრეთვე დაკავებულია საჰაერო ხომალდების გაყიდვით, მათი გაუმჯობესებით და შეკვეთით მშენებლობით.

ლიტვის სამოქალაქო ავიაცია ყოველთვის არ არის მზად დააკმაყოფილოს VIP-კლიენტების მოთხოვნები. შიდა და საერთაშორისო რეისები საჭირო მიმართულებებით პერიოდულად არასაკმარისია და პერსონალური ჩარტერები ასეთ სიტუაციაში – ოპტიმალიური გადაწყვეტილებაა საქმიანი ადამიანებისათვის, რომლებსაც არ აქვთ მატარებლით ან ავტომობილით მოგზაურობის დრო.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) სთავაზობს პრემიუმ კლასის თვითმფრინავებს, რომლებმაც დაადასტურეს თავისი საიმედოობა, იდეალური საფრენი თვისებები და ბორტზე კომფორტის უმაღლესი დონე. კლიენტებმა შეიძლება საკუთარი გემოვნების შესაბამისად შეარჩიონ მოდელი:

  • შეუდარებელი Bombardier,
  • ეკონომიური Embraer,
  • მანევრული Pilatus,
  • სახელგანთქმული Fokker,
  • ბიუჯეტური Saab,
  • მოსახერხებელი Cessna,
  • მდიდრული Dassault Aviation,
  • სუპერ ჩქაროსნული Gulfstream,
  • ექსკლუზიური Beechcraft

და ჩვენს ბაზაში არსებული ნებისმიერ სხვა თვითმფრინავი, სადაც არის რამდენიმე ათასი ვარიანტი ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის.

VIP-გადაფრენების უპირატესობანი

  • კერძო თვითმფრინავი იძლევა პირდაპირი მარშრუტით, საჭირო მიმართულებით გადაჯდომის გარეშე გადაფრენისა და უმოკლეს ვადებში მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
  • ფორმალობები აეროპორტში იკავებენ რამდენიმე წუთს და არ საჭიროებენ რეისამდე ორი-სამი საათით ადრე მოსვლას.
  • VIP-კლიენტებისათვის აეროპორტებში გათვალისწინებულია მოცდის ცალკე ზონები ან ტერმინალები, პერსონალური სადგომები, მოსახერხებელი შესასვლელი.
  • არ დაგჭირდებათ იმაზე ფიქრი თუ როგორ შეუკვეთოთ ვილნიუსიდან  ბილეთი თვითმფრინავზე: რეის გაფორმება ხდეა დისტანციურად, ხოლო AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერი 24 საათის განმავლობაში არის მზად პასუხი გასცეს თქვენს კითხვებს.Бизнес авиация в Литве
  • პერსონალური თვითმფრინავები გამოირჩევიან კომფორტის განუმეორებელი დონით, ფრენის დროს შესაძლებელია გამოძინება, სადილის შეკვეთა რესტორნის ექსკლუზიური მენიუთი, მუშაობა, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება ან შხაპის მიღება.
  • კლიენტის სურვილის შემთხვევაში AVIAV TM («კოფრანს სარლ») გააფორმებს ვიზებს, შემოგთავაზებთ ტრანსფერს მსოფლიოს საჭირო ქალაქში, დააზღვევს გადაფრენას და ჯანმრთელობას, დაჯავშნის სასტუმროს ან იქირავებს აპარტამენტებს დასვენებისთვის, იზრუნებს ბარგზე.
  • კერძო რეისები გამოირჩევა დაცვის მომატებული დონით. AVIAV TM (Cofrance SARL) არის Wyvern Ltd.-ის – საავიაციო უსაფრთხოების მსოფლიო ლიდერის წევრი, გადის სავალდებულო აუდიტს ARGUS International-ში, თანამშრომლობს პრესტიჟულ ჩარტერულ ცენტრ Avinode-თან, შედგება ЕВАА და  NBAA-ში – პრესტიჟულ საერთაშორისო საფრენ ასოციაციებში.
  •  

    თუ გამგზავრების პუნქტი ლიტვაა, პრემიუმ კლასის ავიაცია AVIAV TM (Cofrance SARL)-გან – მოსახერხებელი და ხარისხიანი არჩევანია მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული დაზოგოს საკუთარ კომფორტზე. კერძო თვითმფრინავები მზად არიან მოსახერხებელ დროს საჭირო მარშრუტით გადმოფრენისთვის, ხოლო ჩვენი კომპანია თავიდან ბოლომდე მოახდენს მოგზაურობის ორგანიზებას.